სასკოლო სახელმძღვანელოების 80% უკვე სკოლებშია
21.08.2014
სასკოლო სახელმძღვანელოების 80% დაბეჭდილია და საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში გადანაწილებული.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სკოლებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესს დაესწრო. მინისტრი სკოლებში გასულ სასწავლო წელს გამოყენებული წიგნების ვარგისიანობით დაინტერესდა და ერთი მოსწავლისთვის განკუთვნილი წიგნების პაკეტსაც გაეცნო.
პაკეტი ახალ წიგნებთან ერთად, მაღალი ქულებით შეფასებული, საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი წიგნებით არის დაკომპლექტებული და იგი ყველა მოსწავლეს გადაეცემა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლიდან “მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას“ ახორციელებს. 2014 წელს სახელმწიფო 509 651 მოსწავლეს გაუმჯობესებული ხარისხის სახელმძღვანელოებსა და სამუშაო რვეულებს უსასყიდლოდ გადასცემს.
2014 წლის მთავარი სიახლეები:
- შემცირდა სახელმძღვანელოების წონა;
- გაუმჯობესებულია ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი;
- პირველი კლასის ყველა სახელმძღვანელო დაიბეჭდა თანამედროვე სპეციალურ საბეჭდ ქაღალდზე, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით;
- თორმეტივე კლასის უსინათლო მოსწავლეები ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ სახელმძღვანელოებს მიიღებენ.
კონკურსი გაეროს „ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის“ (YPP) ფარგლებში
19.06.2014
გაერთიანებული ერების „ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის“ (YPP) ფარგლებში ცხადდება კონკურსი, რომელში მონაწილეობის უფლება 2014 წელს საქართველოს მოქალაქეებსაც მიეცათ.
აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია გაერთიანებული ერების იმ წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც გაეროს სამდივნოში არსებულ გეოგრაფიულ პოზიციებზე რიცხობრივი თვალსაზრისით არასათანადოდ არიან წარმოჩენილნი.
აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია გაერთიანებული ერების იმ წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც გაეროს სამდივნოში არსებულ გეოგრაფიულ პოზიციებზე რიცხობრივი თვალსაზრისით არასათანადოდ არიან წარმოჩენილნი.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გამოცდის დღეს იქნება 32 წლის ან უფრო ახლაგაზრდა (დაბადებული 1982 წლის 1 იანვარს ან შემდგომ) და ფლობს უმაღლეს განათლებას (სავალდებულოა ბაკალავრის დიპლომი) იმ სპეციალობის შესაბამის სფეროში, რომელზეც შეაქვს განაცხადი. ამასთანავე, აპლიკანტი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას. (იხ. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით გაეროს სამდივნოს მიერ მომზადებული პრეზენტაცია).
ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის (YPP) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შეტანა დაიწყო 2014 წლის 14 ივნისს და გასტანს 2014 წლის 27 აგვისტომდე.
გაეცანით კონკურსის პირობებს.
გაეცანით კონკურსის პირობებს.
სპეციალობების მიხედვით განაცხადების მიღება მოხდება სამ ფაზად:
- 14 ივნისი - 13 აგვისტო (სპეციალობებზე: საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგია; პოლიტიკური საკითხები);
- 21 ივნისი - 27 აგვისტო (სპეციალობებზე: ეკონომიკური საკითხები; რადიო პროდიუსერი;)
- 28 ივნისი - 27 აგვისტო (სპეციალობებზე: ადამიანის უფლებები, ბიბლიოთეკა/საინფორმაციო მენეჯმენტი; ფოტოგრაფია)
გამარჯვებული კონკურსანტების მონაცემები განთავსდება გაეროს სპეციალურ მონაცემთა ბაზაში და ისინი მიიღებენ გაეროს სისტემაში დასაქმების წინადადებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий